ჯორჯ სოროსის ექს-საყვარელმა მას პირდაპირ სასამართლო დარბაზში სცემა
საქართველო, 13 თებერვალი,
საქინფორმი. მილიარდერ ჯორჯ სოროსის ექს-საყვარელმა მას პირდაპირ სასამართლო დარბაზში ცემა. 30 წლის ადრიანა ფერეირმა 83 წლის ყოფილ ბოიფრენდს თავში ჩაარტყა. ამით დაიწყო დიდი სასამართლო პროცესი ნიუ იორკში. როგორც Daily Mail წერს, ბრაზილიური საპნის ოპერების ვარსკვლავი ფერეირი სოროსისგან მანჰეტენზე მდებარე 2 მილიონ დოლარად ღირებული ბინის მისთვის გადაცემას ითხოვს.
გარდა ამისა, მას სოროსისგან მორალური ზარალის სანაცვლოდ 50 მლნ დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება სურს. ფერეირის თქმით, ცნობილი ფინანსისტი მას ბინის ყიდვას შეჰპირდა, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა.