უცხოეთი
დონალდ ტრამპი: „კმარა რუსეთისთვის შარის მოდება. ამოასუნთქეთ რუსები! და მერე გვიკვირს, რატომ არ ვუყვარვართ და გვაძევებენ ყველა ქვეყნიდან, სადაც მათ ვუპირისპირდებით?! პუტინის ადგილას ამით უკმაყოფილო ვიქნებოდი!“

donald-zarub-2საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. 2014 წლის 10 თებერვალს Fox News-ის ეთერში ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა სოჭის ოლიმპიადის ნაკლოვანებების შესახებ კითხვაზე პასუხად განაცხადა:

„ვფიქრობ, რუსებს ამოსუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ. იცით, მათ მრავალი მილიარდი დახარჯეს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი თანხა, რომელიც ოდესმე გამიგია... ისტორიაში ყველაზე დიდი ხარჯები! მაგრამ მათ ეს ფული დახარჯეს და ვფიქრობ, არ ღირს ახლა მათთვის შარის მოდება. მერე კიდევ გვიკვირს, რატომ არ ვუყვარვართ და ყველა იმ ქვეყნიდან გვაძევებენ, სადაც კი ვუპირისპირდებით.

ჩემი აზრით, უნდა ვთქვათ: „ნახეთ, ისინი თავის სამუშაოს ასრულებენ!“ ყოველ ჯერზე, როცა ტელევიზორს ვრთავ, ჩვენი არხები აჩვენებენ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოანგრია ბიჭმა კარი საკეტის გაუმართაობის გამო. ამას ვუჩვენებთ და აი რას ვიტყოდი: პუტინის ადგილას ამით უკმაყოფილო ვიქნებოდი. და ზუსტად ვიცი, რომ ის უკმაყოფილოა! რუსეთში რომ ჩავედი „მის სამყაროს“ კონკურსის“ ჩასატარებლად, იგი დამიკავშირდა და ძალიან თავაზიანი იყო. რუსებმა არაჩვეულებრივად მიმიღეს!

მე მესმის, ბევრ შემთხვევაში ისინი ახერხებენ ჩვენს გაცურებას. იმისდა მიუხედავად, მიგაჩნიათ თუ არა, რომ მათი ხელმძღვანელობა უფრო ჭკვიანია თუ ცბიერი, ისინი მაინც ახერხებენ ჩვენს დაჯაბნას. მისმინეთ, მე მიყვარს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოვაწესრიგოთ სხვებთან ურთიერთობა...

მოდი ვთქვათ, რომ ეს კარგად შესრულებული სამუშაოა, გახსნის არაჩვეულებრივი ცერემონია. მათ პრობლემა შეექმნათ რგოლებთან დაკავშირებით - კი, ეს თავშესაქცევია. თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ გახსნის ცერემონია ბრწყინვალე იყო. იცით, მათ ამაში მთელი თავისი ენერგია ჩადეს და უზარმაზარი თანხები. ჩვენ კი შარს ვდებთ ყველა წვრილმანზე! ხან საკვები არ მოსწონთ, ხან ის, ხან - ეს...

ვფიქრობ, ეს ყველაფერი არც ისე მიშვნელოვანია. ვფიქრობ, ნდობის კრედიტი უნდა მივანიჭოთ. შემდეგ კი გავიმარჯვებთ რაღაც უფრო მნიშვნელოვანში, რადგან ასე განწყობილი აღარ იქნებიან ჩვენდამი. არ ღირს იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზიხარ. ახლა, როცა ყველაფერი მათ ტერიტორიაზე ხდება... მე ვუყურე და სიმართლე გითხრათ, ყველაფერი მშვენივრად გამოიყურებოდა. ძალიან კარგად იმუშავეს“.