უცხოეთი
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობა დადებით ზეგავლენას ახდენს მთელი რეგიონის განვითარებაზე

giorgi-zarub-1საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანში თავის ვიზიტს ორი მოძმე ხალხის კიდევ უფრო მეტად დაახლოების თვალსაზრისით განიხილავს. „ვიზიტი ძალიან სასიამოვნო ნოტით დაიწყო - როცა მე შევხდი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და ჩვენ შორის მაშინვე დამყარდა მეგობრული, თბილი ურთიერთობები“, - განაც ხადა Trend-თან ინტერვიუში მარგველაშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ახალ მთავრობას წარმოვადგენთ. ჩვენი გეგმები იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  ერთობლივი პროექტები, რომლებაც უკვე შეიძლება ისტორიული ვუწოდოთ, გაგრძელდეს, თანამშრომლობა გაღრმავდეს, გამოინახოს განვითარების ახალი შესაძლებლობები და გზები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანა, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხები დიდი ხანია კეთილმეზობლური ურთიერთობის მაგალითს აჩვენებენ, რაც პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს მთელი რეგიონის განვითარებაზე.

„ჩვენი ურთიერთობები ვითარდება როგორც ეკონომიკაში, ისე ენერგეტიკაში, სატრანსპორტო, კულტურულ და განათლების სფეროებში. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება კეთილმეზობლური და პარტნიორული თანამშრომლობისადმი, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობისადმი და დიალოგი დავიწყეთ უკვე არსებული ურთიერთობების გასაღრმავებლად“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ყველა ენერგეტიკულ პროექტში და აზერბაიჯანთან ერთად ავითარებდა ამ პროექტებს.

„ჩვენ ვუჩვენეთ, რამდენად ერთგული და დაინტერესებული ვართ იმ შეანხმებებისა და პრინციპების შენარჩუნებით, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ამ პროცესების გაღრმავებაზე.  „შაჰ-დენიზის“ პროექტი, ისევე, როგორც სხვა ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის, არამედ რეგიონის გარეთაც, ბევრი ქვეყნისა და მრავალი მილიონი ადამიანისათვის.

მისი აზრით, ამგვარი პროექტები რეგიონში სტაბილურობას, მშვიდობასა და იმ პოტენციალს ქმნის, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია.

„ჩვენ, ორივე, ერთგული ვართ იდეისა, რომ მშვიდობიანი კავკასია - ეს ისაა, რის შესახებაც მსოფლიოს უნდა ესმოდეს და ჩვენს რეგიონს პერპექტივებისა და შესაძლებლობების პოზიციიდან უყურებდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.