აქტუალური
კნუდ ბარტელსი: “ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო 2015 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილე გახდება“

knudi-aqtual-3საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალმა კნუდ ბარტელსმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

კნუდ ბარტელსი: “ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, რომელიც წლების წინ შეიქმნა, მიზნად ისახავდა, ალიანსს ჰქონოდა მოქნილი ბერკეტი, რომელიც სწრაფ რეაგირებას მოახდენდა მოვლენების განვითარების შესაბამისად. ის კვლავ რჩება საშუალებად - ერთად მოვუყაროთ თავი მიღებულ გამოცდილებას, განვავითაროთ ურთიერთთავსებადობა და დავრწმუნდეთ, რომ თუ საჭირო გახდება, შეგვიძლია ერთად მოქმედება შეტყობინების მიღებისთანავე, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცდილება და დოქტრინების და ოპერატიული პროცედურების საერთო აღქმა. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა და ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო მისი მონაწილე გახდება 2015 წლიდან“.