აქტუალური
ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველი გასვლითი ვიზიტი საქართველოში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სტუმრობით დასრულდა

natos-mtსაქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისის“ მეთაურმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრებს სასწავლო ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

სამხედრო მაღალჩინოსნებმა ცენტრში სპეციალურად მათთვის გამოფენილი თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ წარმოებული შეიარაღება, ჯავშანტექნიკა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები დაათვალიერეს. სტუმრების განსაკუთრებული მოწონება საქართველოში წარმოებულმა ჯავშანჩაფხუტმა და ჯავშანჟილეტმა დაიმსახურა.

სასწავლო ცენტრში ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, პოლკოვნიკებმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და გიორგი კბილცეცხლაშვილმა უმასპინძლეს.

ამით ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველი გასვლითი ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლებმა გენერალ კნუდ ბარტელსის ხელმძღვანელობით, საქართველო დატოვეს.

natos-1 natos-2
natos-3 natos-4