პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „მჯერა, რომ ჩვენ არჩეული გვაქვს ყველაზე სწორი გზა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მოსაგვარებლად“

Georg-pol-3საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზაგულბას სასახლეში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც გიორგი მარგველაშვილმა, კერძოდ, განაცხადა:

„ჩვენ ვართ ერები, რომლებმაც აჩვენეს მაგალითი, თუ როგორი სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება ჰქონდეს ორ ქვეყანას კეთილდღეობისათვის, ჩვენი ქვეყნების მომავლისათვის, ასევე რეგიონული და გლობალური თვალსაზრისით.

პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ცვლის მომავალს და უკეთესი მომავალი, მეტი შესაძლებლობა და კეთილდღეობა მოაქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისათვის, არამედ რეგიონული და გლობალური თვალსაზრისით.

სწორედ ამიტომ, გამორჩეული პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აქვს, ერთგული დამოკიდებულება იმ ენერგო და სატრანსპორტო პროექტების მიმართ, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ, არის სწორედ უკეთესი მომავლის მომტანი მილიონობით ადამიანისთვის რეგიონსა თუ მსოფლიოში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს  ტერიტორიული მთლიანობის მხრივ და მჯერა, რომ არჩეული გვაქვს ყველაზე სწორი გზა ამ პრობლემების მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ჩვენ ავიღეთ ყველაზე სწორი მიმართულება ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

ეს არის ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობა და აღმშენებლობა მნიშვნელოვანი ორმხრივი პროექტების განხორციელების გზით.“