პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: „ჩვენი ურთიერთობა არის ურთიერთობა ძმებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის“

ilham-pol-2საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მისმა  აზერბაიჯანელმა კოლეგამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ილჰამ ალიევმა, კერძოდ, განაცხადა:

“განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და ვფიქრობთ, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისათვის.

ასევე განვიხილეთ ის ორმხრივი პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის დივერსიფიცირებასა და ენერგოუსაფრთხოებასთან.

როგორც იცით, გასულ დეკემბერს ბაქოში ხელი მოეწერა 21-ესაუკუნის ხელშეკრულებას, რომელიც უდიდესი ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტია ევროპის მასშტაბით. ამ პროექტში 45 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და საქართველო და აზერბაიჯანი, ისევე როგორც სხვა პარტნიორები და მეგობრები, აქტიურად ჩაებმებიან ამ ისტორიული პროექტის განხორციელების საქმეში.

ძალზე მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხვალ აზერბაიჯანის რეგიონებს ეწვევა და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველებს შეხვდება.

მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ქართველები და აზერბაიჯანელები მუდმივად ცხოვრობდნენ მშვიდობიანად და მეგობრულად.

დღეს ჩვენი ურთიერთობა არის ურთიერთობა ძმებს შორის, მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს”.