პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „ევროპული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია“

samart-2საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 11 თებერვალს, 22:00 საათზე, ტელევიზია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკის დრო“, თეა სიჭინავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის არჩევანია.

საქართველოს ევროპული არჩევანი არის არა მხოლოდ ქართული ხელისუფლების, არამედ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვართ წახალისებული საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერით. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადია. ნათლად დავადასტურეთ, რომ პროცესი არ გადაიხედება. ეს აღვნიშნე ევროკავშირში გამართული შეხვედრების დროს!", - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოთი ევროპელი ინვესტორების დაინტერესებას.

„ივნისის თვეში ბრიუსელში იგეგმება ევროკავშირ-საქართველოს ერთობლივი საინვესტიციო კონფერენცია, სადაც მოწვეული იქნებიან პოტენციური ევროპელი ინვესტორები და დაინტერესებულები იქნებიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. აქ საუბარია მრავალმილიონიან ინვესტიციებზე.

შეხვედრა მქონდა გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანების ფედერაციის პრეზიდენტთან, რომელიც აერთიანებს ყველა გერმანულ კომპანიას. მისგან მქონდა შეთავაზება, რომ გერმანიაში გაიმართოს ბიზნეს ფორუმი და მოხდეს გერმანელი ინვესტორების საქართველოში  მოწვევა", - აღნიშნა პრემიერმა.