პოლიტიკა
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

politik-2საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი.
კნუდ ბარტელსი: “თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო!
ჩვენთვის დიდი პატივი იყო დღეს თქვენთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი - დაწყებული საქართველოს უდიდესი წვლილით ნატოს ოპერაციებში, დამთავრებული იმ პროგრესით, რომელსაც ქვეყანამ უსაფრთხოების რეფორმების მხრივ მიაღწია. როგორც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, შემიძლია განვაცხადო, რომ ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა გახლავთ კონსტრუქციული, პრაგმატული და სამაგალითო.

საქართველო ISAF-ის პროგრამაში ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა. მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ქვეყანას მადლობა გადავუხადო ამ უდიდესი წვლილისთვის. მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო იმ სამხედროების დამსახურება, ვინც მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა და სამძиმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ფიქრი მიმართულია მათკენ, ვინც ამ ოპერაციების მიმდინარეობისას დაშავდა.

საქართველომ იკისრა ვალდებულება, მხარი დაეჭირა ნატოს ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიისთვის, რომელიც ითვალისწინებს მომზადებას, კონსულტაციებს და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების დახმარებას 2014 წლის შემდეგ.

ამას გარდა, საქართველომ იკისრა ვალდებულება, მონაწილეობა მიიღოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მოქმედებაში 2015 წელს. ზემოხსენებული დინამიკა, რომელიც შეეხება საქართველოს სამხედრო ჩართულობას, გახლავთ ქვეყნის ვალდებულებების აშკარა დემონსტრირება ნატოს წინაშე და ჩვენ ველით სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას 2014 წლის შემდეგ.

2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მივაწიეთ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როგორც კი აუცილებელ კრიტერიუმებს შეასრულებს.

რომ თავდაცვის რეფორმების განხორციელების მხრივ საქართველომ მეტად სოლიდურ პროგრესს მიაღწია, რაც საუკეთესო საფუძველია სამხედრო თანამშრომლობისათვის ყველა დონეზე საქართველოსა და ნატოს შორის.

უკვე აღვნიშნე, რომ თავდაცვის რეფორმების მხრივ საქართველომ სოლიდურ პროგრესს მიაღწია, რაც საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საუკეთესო საფუძველია ყველა დონეზე. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ამ რეფორმების მხარდაჭერას და ველით დისკუსიებს საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ტრანსფორმაციის თვალსაზრისით არსებული პროგრესის თაობაზე ჩვენი სამხედრო კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც ხვალ გაიმართება.

დიდი მადლობა, ქალბატონებო და ბატონებო.”