უცხოეთი
„უკრაინა დიდი ქვეყანაა, საქართველო - პატარა. ჩვენთვის უკრაინის მაგალითი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შთაგონება გავლენას იქონიებს აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას საერთო მომავალზე. ასევე, რუსეთისაზეც“, - „უნიანის“ გადმოცემით, დასძინა სააკაშვილმა.
„მოვა დრო და ისტორიკოსები დაწერენ, რომ რუსეთის იმპერიამ თავისი არსებობა კიევის მაიდანზე შეწყვიტა და ასეც იქნება. ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და მჯერა, რომ უკეთესი მომავალი დადგება, რომელიც ყველა ხალხს გააერთიანებს“, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.