უცხოეთი
ძასოხოვი თბილისში ბრუნდება და რუსული ენის პოპულარიზაციას გეგმავს

dzasoxov-zarub-2საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველოს ხალხების ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვ მისი ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგი არ არის და აცხადებს, რომ ამიერიდან ასამბლეა თავის საქმიანობას უშუალოდ საქართველოში გააგრძელებს.

„საქართველოს ხალხების ასამბლეამ“  საქართველოში რეგისტრაცია ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში გაიარა და რეალური პროექტების განხორციელებაზე მუშაობაც დაიწყო. სულ მალე ის კონგრესსაც ჩაატარებს. „ჩვენი ერთ-ერთი პროექტია რუსული ენის პოპულარიზაცია და რუსული სკოლების გაფართოება საქართველოში, ასევე მაღაზიათა ქსელი „რუსული წიგნის“ გახსნა. ეს ცენტრები საზღვარგარეთ მოქმედი რუსული სახლის ანალოგი იქნება, სადაც ლიტერატურული საღამოები და შეხვედრები იმართება“, - აცხადებს გოჩა ძასოხოვი.