უცხოეთი
საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. კვირადღე სოჭში რუსი მოციგურავეების ტრიუმფით აღინიშნა, რომლებმაც გუნდურ ტურნირზე ოლიმპიური ოქრო მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ წყვილები: ტატიანა ვოლოსოჟარი და მაქსიმ ტრანკოვი, ქსენია სტოლბოვა და ფედორ კლიმოვი; მოცეკვავეები: ეკატერინა ბობროვა და დიმიტრი სოლოვიოვი და ელენა ილინიხი და ნიკიტა კაცაპალოვი, ასევე თავისუფალი პროგრამით გამოსული ევგენი პლუშენკო და იულია ლიპნიცკაია.
იულია ლიპნიცკაია ზამთრის ოლიმპიადის ყველაზე ნორჩი ჩემპიონია, რომელმაც ეს ტიტული 15 წლის ასაკში მოიპოვა. საჩვენებელი გამოსვლისას მან 141.51 ქულით მეორე შედეგი უჩვენა ქალთა შორის ფიგურული სრიალის ისტორიაში.
![]() |