უცხოეთი
ოლიმპიური სოჭი-2014: თომას ბახი და ბენ კი მუნი მეჩირაღდნეებად იქცნენ

1-fakelonosci-zarსაქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. XXII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია სოჭში სტარტს დღეს, მოსკოვის დროით 20:14 საათზე იღებს. ოლიმპიადის გახსნისთვის თვალყურის დევნებას სტადიონზე 40000 მაყურებელი შეძლებს, ხოლო პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლაციას 3 მლრდ ადამიანი იხილავს.

გუშინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბენ კი მუნმა ოლიმპიადის ცეცხლის ესტაფეტაში მიიღეს მონაწილეობა. მაღალჩინოსან მეჩირაღდნეებს ორჯონიკიძის ქუჩაზე ჩამწკრივებული ასობით სოჭელი შეეგება.

„სოჭი არაჩვეულებრივი ადგილია თამაშებისთვის და მე სასიამოვნოდ გაოცებული ვარ რუსეთის მცხოვრებთა სტუმართმოყვარეობით“, - აღნიშნა ბენ კი მუნმა და განაცხადა, რომ მისთვის პატივია სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნეობა. ოლიმპიური ცეცხლი ბენ კი მუნს თომას ბახმა გადასცა.