უცხოეთი
საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. სოჭში ათობით ათასი ადამიანი უნიკალური ბუნებრივი მოვლენის მოწმე გახდა. ზღვის თავზე გამოჩნდა ღრუბლები , რომლებმაც თანდათანობით საყოველთაოდ ცნობილი ოლიმპიური სიმბოლო წარმოქმნეს. ზოგიერთებმა ეს მოვლენა მობილური ტელეფონების კამერებით გადაიღეს (ვიდეო იხილეთ აქ).
სპეციალისტების თქმით, ეს ყველაფერი იშვიათი ოპტიკური მოვლენის - რგოლური ნათების ანუ გალოს ეფექტის მაგალითია. „ამგვარი მოვლენები ძალიან იშვიათია. ისინი წარმოიქმნებიან, როცა ცაზე ჩნდება ღრუბლის თხელი საფარი დაახლოებით 6 კმ-ის სიმაღლეზე, რომლის მიღმაც მზე სუსტად აღწევს სიფრიფანა აპკის სახით. სწორედ ასე წარმოიქმნება მზის გარშემო წრე - გალო“, - განარტავს წიგნის „ჩვენ და ღრუბლები“ ავტორი ფილიპ ტეხდიროვი.