უცხოეთი
საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტ კეტრინ ეშტონის კვალდაკვალ დღეს კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ჩავიდა.
წინა დღეს ევროპარლამენტის დეპუტატებმა სხდომაზე უკრაინის შესახებ რეზოლუცია განიხილეს. წინადადება წამოიჭრა, სანქციები შემოიღონ იმ უკრაინელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, ვინც საპროტესტო აქციის დარბევაშია დამნაშავე. ამასთან, ევროპარლამენტარები უკრაინაში ევროკავშირის მისიის შექმნასა და რუსეთის მისამართით, რომელიც თითქოსდა ზეწოლას ახორციელებს კიევზე, კრიტიკული განცხადებებით გამოსვლას აპირებენ.