სამართალი
შსს-ს აკადემიას ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი ესტუმრა

1-akademia-pravo-2საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს აკადემიას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“ წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებიც „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფში“ არიან გაწევრიანებული, აკადემიაში დანერგილ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა და სასწავლო ბაზის დათვალიერება.

შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და პოლიციის უწყებებში კადრების მიღების პროცედურებსა და შსს-ს აკადემიაში არსებული სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ ესაუბრნენ.

სტუმრებმა აკადემიის სასწავლო ბაზა, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, ინგლისური ენის ცენტრი, კომპიუტერული ცენტრი, სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი, სასროლეთი და ვირტუალური ტირი დაათვალიერეს.