რელიგია
ალავერდის ტაძარში აღმოჩენილ ფრესკაზე წმიდა გიორგია გამოსახული

alaverdiროგორც საქინფორმს კახეთიდან აცნობეს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მხატვარ-რესტავრატორები ყველა სხვა ვერსიას გამორიცხავენ. ამ შეხედულებას ისიც ამყარებს, რომ ალავერდის მონასტერი სწორედ წმიდა გიორგის სახელობისაა.

წმიდა გიორგის ფრესკა ალავერდელის საფლავს დაჰყურებს და აღმოჩენამდე წმიდა სამების ფრესკით იყო დაფარული. ამჟამად სპეციალისტები ადგენენ, რომელ საუკუნეშია დაწერილი ფრესკა და რატომ იყო იგი დაფარული კედლით და შემდეგ სამების ფრესკით. უახლოეს მომავალში ფრესკას მეცნიერთა ჯგუფი შეისწავლის.