უცხოეთი
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ორი საბრძოლო ამერიკული ხომალდი სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე 2 დღით ადრე შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა - ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობამ განაცხადა.
მეორე ხომალდის - ფრეგატი USS Taylor-ის ბორტზე 200 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
იანვრის ბოლოს პენტაგონმა განაცხადა, რომ ორი საბრძოლო ხომალდი მზადყოფნაში იქნება „საგანგებო სიტუაციის შემთხვევისათვის“ ოლიმპიური თამაშების ჩატარებისას და რუსეთის მთავრობასთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ იმოქმედებს. ამასთან, თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-მა ყველა აუცილებელი ზომა მიიღო ოლიმპიურ თამაშებზე თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.