უცხოეთი
მეორე ფრონტის ხალხი

1-ludi-zar-1საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. დაპირისპირება უკრაინაში აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს. ოპოზიციის ლიდერები კიევის ევრომაიდანზე მოუწოდებენ, გაიხსნას „მეორე ფრონტი“ უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრებში - ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიეში.

მმართველმა პარტიამ ასევე გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია ლოზუნგით „არა -ფაშიზმს!“. ევროკავშირის საშუამავლო ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ახალი ძალით ჩაღდება კამათი ევროინტეგრაციის შესახებ.

დნეპროპეტროვსკში უკრაინული კოლორიტი მცირეა და საკმაოდ არაბუნებრივად გამოიყურება. სასტუმრო „ასტორიასთან“ მემორიალური დაფა იუწყება: 1919 წელს ამ შენობიდან თავის შტაბს ხელმძღვანელობდა ნესტორ მახნო.

აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა გულგრილად ეკიდება კიევის მაიდნის ვნებათაღელვას. თუმცა ყველაზე აქტიურები ყოველდღიურად იკრიბებიან ევროპის მოედანზე, სადაც ევროკავშირის დროშები ფრიალებს. მიზანი კიევში არსებული სიტუაციის შესახებ ახალი ამბების გაცვლა და რევოლუციის მხარდამჭერი მიტინგების გამართვაა. დემონსტრანტთა მცირერიცხოვნობის მიუხედავად, მიტინგიდან მიტინგამდე „დნეპრომაიდანი“ ახალ-ახალი მომხრეებით ივსება.

გასულ უქმეებზე საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან პარტია „რეგიონების“ დროშებქვეშ თავისებური „ანტიმაიდანი“ – „დნეპროპეტროვსკის შრომითი კოლექტივების“ მიტინგი გაიმართა, რომელიც ოპოზიციის აქციების პასუხად უნდა ქცეულიყო. მიტინგი უკრაინის კულტურის დამსახურებულ მოღვაწეს, მომღერალსა და კომპოზიტორ ოლეგ რუდოის მიჰყავდა.