რედაქტორისგან
“არ გაბედოთ ვაშინგტონთან ვაჭრობა!” - აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სოჭში ოლიმპიადაზე გამგზავრება აუკრძალა

1-vaSington-pol-1-redპატივცემულო მკითხველო! სანამ ამ სკანდალურ ინფორმაციას გაგაცნობდეთ, გვინდა შეგახსენოთ, რომ საქინფორმი - ის საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოა, რომელმაც უანგაროდ აღმოუჩინა უპრეცედენტო საინფორმაციო-იდეოლოგიური მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკაში მათი მოსვლის პირველივე დღეებიდან. ასეთივე მხარდაჭერას საქინფორმი უწევდა და დღემდე უწევს საქართველოს მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რომელმაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი შეცვალა, ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებდით თავს მისი ობიექტური კრიტიკისგანაც კი, მაგრამ... ითვალისწინებს რა საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს - “ევროკავშირში შესვლა და ამავე დროს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება - საქინფორმს დღეს უფლება არ აქვს, დამალოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის რამდენიმე ერთმანეთთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი წყაროდან გახდა ცნობილი, რომლებმაც ამ ეტაპზე ინკოგნიტო დარჩენა ისურვეს.

საქმე ის არის, რომ ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლების კულუარებში აქტიურად მუსირებდა საკითხი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გამგზავრების შესახებ სოჭში, ზამთრის ოლიმპიადა-2014-ზე, თანაც - ქართული სამთავრობო დელეგაციის სათავეში.

მაგრამ როდესაც გიორგი მარგველაშვილმა ამ საკითხზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიმართა - აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდისგან ნებართვის აღების მიზნით, როგორც იტყვიან “მშრალი” უარი მიიღო.

“შეგიძლიათ ყველას ევაჭროთ, ვაშინგტონის გარდა! ჩვენს გადაწყვეტილებას არ შევცვლით და ჩვენთან ვაჭრობა არც იფიქროთ!” - დატუქსა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

პატივცემულო მკითხველო!

ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის არც ეროვნულ, არც მამაკაცურ სიამაყეზე ლაპარაკიც არ შეიძლება - ჩვენ, ამომრჩევლებმა და საქართველოს მოქალაქეებმა, თვითონაც არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი თანხმობა, აშშ-ის პროტექტორატი ვყოფილიყავით, როდესაც ვირჩევდით ხელისუფლებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის დეკლარირებას ახდენდა.

საკვირველი სხვა რამეა: რუსეთ-საქართველოს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის პირობებში ამერიკამ, რომელმაც მრავალჯერ მიუთითა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოგვარების აუცილებლობაზე, რატომ დაბლოკა პრეზიდენტების ვ. პუტინის და გ. მარგველაშვილის არაოფიციალური ურთიერთობის ბრწყინვალე შესაძლებლობა რუსეთისათვის საზეიმო ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც სოჭის ოლიმპიადაა? რატომ აუკრძალეს საქართველოს სოჭში სამთავრობო დელეგაციის გაგზავნა, როდესაც თვითონ აშშ სოჭში სამთავრობო დელეგაციას აგზავნის?

ცნობისათვის: აშშ-ის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ექსმინისტრი ჯანეტ ნაპოლიტანო (ამაჟამად - კალიფორნიის უნივერსიტეტის პედაგოგი), აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე - თეთრი სახლის თანამშრომელთა აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ ნაბორსი, რუსეთში აშშ-ის ელჩი მაიკლ მაკფოლი და სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე უილიამ ბერნსი.

საქინფორმი
2014 წლის 6 თებერვალი
საქართველო, თბილისი