უცხოეთი
რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

1-prezidenti-ucx-3საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეხვდება, ისევე, როგორც ოლიმპიადის გახსნაზე ჩასული სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ურთიერთობა ამა თუ იმ ფორმატში იქნება, ისევე, როგორც ოლიმპიადის გახსნაზე ჩამოსულ სხვა სტუმრებთან“, - აღნიშნა პესკოვმა.