პუბლიკაციები
პუბლიცისტ ბაია ამაშუკელის საპასუხო წერილი გაიოზ (გია) მამალაძეს

1-analit-GEO-baia-mtavსაქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი.
“ბატონო გაიოზ! რამდენადაც, ჩემი მოსაზრება თქვენთვის სარწმუნოდ არ მიიჩნევა და მეტიც, აღნიშნავთ, რომ „ავტორის უმეცრებას ვამტკიცებთო“, მიუხედავად ამისა, სწორედ „ასეთ ავტორისთვის“ ირჯებით (ფუჭად) და წერთ წერილს. თუ ამით ჩემი შეურაცხყოფა გსურდათ, მერწმუნეთ - არ გამოგივიდათ! თუ „კონსტიტუციური მონარქიის“ იდეისადმი ჩემი მხარდაჭერა გჭირდებათ - ამას ისედაც ვაკეთებ! თუმცა არ მესმის, რა საჭიროა თქვენი მხრიდან, განუწყვეტლივ იმის კეთება, რაშიც აქეთ მდებთ ბრალს - ანუ თქვენი პოზიცია, სწორედ „კლასიკური ნიმუშია გაბოროტებული ადამიანის სულისკვეთებისა, რომელიც დაკვეთას ასრულებს და ერთი კლანის (!) პოზიციას იცავს“.

ბაგრატიონ-მუხრანელების თავადური განშტოების სამეფო ტახტზე უპირატესობის მტკიცებით, „რატომღაც“ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო შტოს დაკნინებას ცდილობთ. ფაქტია, რომ თქვენ ქალბატონი ია მუხრანელის პოზიციას იცავთ ამით. თუმცა, გასაკვირია, „გამოცდილი ჟურნალისტი“, (ქალბატონი ია) რომელმაც „ღირსეულად გაიარა ყველა საფეხური ჟურნალისტიკაში“, რატომ თავად არ პასუხობს ჩემს „უვიც ბრალდებებს და გაბოროტებული ადამიანის სულისკვეთებას“?! დარწმუნებული ვარ - მას ეს თქვენზე „ბევრად უკეთ“ გამოუვიდოდა?! ვის ვის და „ისტორიული რეალიების არცოდნა ეთიკურ-ზნეობრივი ნორმების დარღვევა“ რომ არის, არც თქვენ და არც ქალბატონ იას არ უნდა გიკვირდეთ?! მითუმეტეს, როდესაც კარგად არის ცნობილი თავადი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის უღირსი საქციელები.

მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე რომ არის, რა, ამას კიდევ მტკიცება სჭირდება? მითუმეტეს, როდესაც, თუნდაც ისეთი კომპეტენტური მეცნიერები, როგორებიც არიან აკადემიკოსები მარიამ ლორთქიფანიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) ამას ადასტურებენ საკუთარი ხელმოწერებით და კიდევ სხვა მრავალი მეცნიერი? როგორც გიორგი VIII-ისა და გიორგი XII-ის პირდაპირ მემკვიდრეს - ტახტის მემკვიდრეობა რა, არ ეკუთვნის ბატონიშვილ ნუგზარს, რომ არა ისტორიული ბედუკუღმართობა? თუმცა, ხმამაღლა, მას ამაზე პრეტენზია, თუნდაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომაც, შინაგანი ქრისტიანული თავმდაბლობის გამო, არასდროს განუცხადებია. განსხვავებით თავადი დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან, რომლის წინაპრებიც, იმ დროს, რა დროსაც ბატონიშვილი პეტრე პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი, ჭეშმარიტი სამეფო სახლის ყოფილი მეთაური, ბოლშევიკებს ციხეში დახვრეტის მუხლით ჰყავდათ დაპატიმრებული - უცხო ქვეყანაში და კეთილდღეობაში აგრძელებდნენ ცხოვრებას, ქართულ სამეფო ტახტზე დაუსაბუთებელ პრეტენზიასაც გამოთქვამდნენ და შეცდომაშიც შეჰყავდათ ესპანეთის სამეფო კარი, თითქოსდა საქართველოში ტახტის მემკვიდრის ოჯახი არ არსებობდა - რაც სრული სიცრუე გახლდათ და ეს თავადაც აღიარეს!

ბაია ამაშუკელმა კი არ „აიყვანა“ არ არსებულ ტახტზე ნუგზარ ბაგრატიონი“, არამედ პირიქით, დავითმა საკუთარ ინტერნეტ გვერდზე საკუთარი თავი დავით XII-დ „აიყვანა“, თანაც „მეფედ ქართველთა, კახთა, რანთა და აფხაზთა, ასევე გაურკვეველ „ლაოსის” პრინცად“!(?), თავისი მამა, გიორგი (ხორხე) - გიორგი XIII-დ დაწერა, თავისი ბაბუა, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი - ირაკლი III-დ, ირაკლის მამა - გიორგი XII-დ (თითქოს საქართველოს ნამდვილი მეფე გიორგი XII არ ყოლოდა!), ხოლო ამ უკანასკნელის მამის, ალექსანდრე მუხრანელის სურათის უქონლობის გამო აკაკი წერეთლის ცნობილი პორტრეტი გამოდო. რაზეც, თქვენ, „რატომღაც“ ასეთი გააფთრებული რეაქცია არასდროს გქონიათ?! ეს კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ თქვენ