ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენელი: პრეზიდენტი მზადაა, მინისტრთა ახალი კაბინეტი ჩამოაყალიბოს
საქართველო, 4 თებერვალი,
საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი არ გააჭიანურებს კონფლიქტს და მზადაა ქვეყნის მინისტრთა ახალი კაბინეტი ჩამოაყალიბოს, - იუწყება „იტარ-ტასი“ უმაღლესი რადის დეპუტატ იური მიროშნიჩენკოზე დაყრდნობით.
„პრეზიდენტი მზადაა მინისტრთა კაბინეტი ჩამოაყალიბოს“, - განაცხადა მიროშნიჩენკომ და დააზუსტა, რომ სახელმწიფოს მეთაური აგრძელებს კონსულტაციებს საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან მთავრობის ფორმირების საკითხზე.