უცხოეთი
რუსეთი თავშესაფარს მისცემს თითქმის ყველა სირიელს

1-siriiciსაქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთი დროებით თავშესაფარს მისცემს სირიის თითქმის ყველა მოქალაქეს, რომელიც ამას მოითხოვს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ თავშესაფრის საკითხებში რუსეთის  მიგრაციის ფედერალური სამსახურის განყოფილების უფროს ვლადიმერ რუჩეიკოვზე დაყრდნობით იტყობინება.

„პრაქტიკულად ყველა სირიელი მიიღებს დროებით თავშესაფარს ჰუმანიტარული მაჩვენებლებით“, - აღნიშნა რუჩეიკოვმა.

უწინ ცნობილი გახდა, რომ მიგრაციის ფედერალურმა სამსახურმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ათასზე მეტ სირიელ ლტოლვილს.