უცხოეთი
ჯონ კორნბლუმი: „სააკაშვილი არ არის პატივსაცემი სახელმწიფო მოღვაწე და არ შეიძლება მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდეს მომავალი დიპლომატებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის“

1-kornblum-ucx-1საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპის საქმეებში, აშშ-ის ექსწარმომადგენელი ეუთოში ჯონ კორნბლუმი ამ დღეებში საჯაროდ არ დაეთანხმა მიხეილ სააკაშილისთვის სპეციალური თანამდებობის - „მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე“ - შექმნას აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ტაფტსის უნივერსიტეტთან არსებულ ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში. სკოლის დეკანი წარსულში ცნობილი სამხედრო მეთაური ჯეიმს სტავრიდისია. საქართველოს ყოფილი პირველი პირი ლექციების კურსს წაიკითხავს მომავალი ამერიკელი დიპლომატებისა და სამართალმცოდნეებისთვის. ელჩი ჯონ კორნბლუმი „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განმარტავს, თუ რატომ არის ამ დანიშვნის წინააღმდეგი.

- თქვენ აშკარა მოწინააღმდეგე იყავით იმისა, რომ სააკაშვილს აშშ-ში სტუდენტებისთვის ესწავლებინა. ფლეტჩერის სკოლისადმი მიმართულ თქვენს წერილში ნათქვამია, რომ ეს „ცუდი სამსახურია“ არა მარტო ოცემული სასწავლო დაწესებულებს, არამედ მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის. რით არის განპირობებული ასეთი მკაცრი პოზიცია?

- მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არ შეიძლება ფლეტჩერის სკოლაში მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწედ იყოს მიღებული. ის შეეძლოთ მიეწვიათ, როგორც ცნობილი და, ამასთან, სადავო პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ არა როგორც პატივსაცემი სახელმწიფო მოღვაწე, რადგან ასეთი არ არის. მე მივწერე სკოლის ხელმძღვანელობას, რომელსაც ვურჩიე, გაცნობოდა საქართველოს ცოტა ხნის წინანდელ ისტორიას და შევთავაზე, ეთქმევინებინათ სააკაშვილისთვის სრული სიმართლე. ვურჩიე, მეტი გაეგოთ პატიმრებისადმი მოქცევაზე, 2011 წლის მაისში დემონსტრანტების სასტიკ დარბევაზე, კორუფციასა და პირად გამდიდრებაზე, რომელმაც სთელი მისი რეჟიმი მოიცვა. ჩემი აზრით, სააკაშვილი ვერაფრით იქნება მისაბაძი მაგალითი მომავალი დიპლომატებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის.

- თქვენ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყავით ამჟამად მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ შექმნისას. თქვენი აზრით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კონსტრუქციული გახდა თუ არა თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობ?

- სასიამოვნოა, რომ საქართველომ და რუსეთმა გარკვეული ქმედებები განახორციელეს ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. სამწუხაროდ, მთავარი პრობლემები გადაუჭრელი რჩება. 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, როცა ეუთოში ამერიკის წარმომადგენლად ვმუშაობდი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ასევე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები ყურადღების ცენტრში მქონდა. ვწუხვარ, რომ 20 წელზე მეტი ძალისხმევის მიუხედავად, ფაქტობრივად, წარმატებები არ არის, რაღაცაში კი სიტუაცია გაუარესდა. ყველა, ვისაც ევროპაში მშვიდობა სურს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გაძლიერების მომხრე უნდა იყოს.