უცხოეთი
მეთიუ ბრაიზა: „საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული აქვს ქვეყანას, რომელიც ოლიმპიადას მასპინძლობს!“

1-metiu-ucx-1საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. გუშინ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა: „აქ იმისთვის ვარ, რომ სტრატეგიული საკითხები შევისწავლო, განსაკუთრებით სოჭის ოლიმპიური თამაშების კონტექსში. ჩემთვის აღმშფოთებელია, რომ დასავლეთის ლიდერები ამბობენ, რომ სოჭში არ ჩავლენ, თუმცა არ ახსენებენ, რომ საქართველოს ტერიტორია იმ ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც ოლიმპიურ თამაშეს მართავს და რომ ოკუპირებული ტერიტორიები ოლიმპიადის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ვიმედოვნებ, რომ ოლიმპიური თამაშებისას სოჭში ევროატლანტიკური ქვეყნების ლიდერები კიდევ ერთხელ გადახედავენ საქართველოს კონფლიქტებს და რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ ამის თაობაზე, და საკითხის განხილვა არა დარჩება მარტო ჟენევის ფორმატში, რაც ძალიან ცოტაა. ეს კი საბოლოო ჯამში რუსეთისთვისაც კარგი იქნება, რადგან სანამ კონფლიქტები არ გადაიჭრება, სტაბილურობა კავკასიაში წარმოუდგენელია!“

ცნობისათვის: მეთიუ ბრაიზა საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა. მისი თქმით, იგი საინვესტიციო გარემოს შესწავლას გეგმავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან.