პოლონეთს სურს, კიევთან შეთანხმება ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივით შეავსოს
საქართველო, 30 იანვარი,
საქინფორმი. პოლონეთს წინადადება შემოაქვს, ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმება, რომელიც კიევმა ნოემბრის ბოლოს გადადო, მასში გაწევრების შესაძლებლობის შესახებ პუნქტით შეივსოს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„ასოციაციის შეთანხების შესახებ, რომლის თაობაზეც ევროკავშირსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების პროცესში შეცდომები იქნა დაშვებული, დასკვნები უნდა გაკეთდეს. უკრაინელებისათვის ეს მნიშვნელოვანი იყო და პოლონეთი მათ მხარს უჭერს, რომ შეთანხმებაში მიეთითოს, რომ მათი ქვეყანა როდისმე უფლებას მიიღებს, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ზოგიერთი ქვეყნის ვეტომ შთაბეჭდილება დატოვა, რომ ევროკავშირში მაინცდამაინც სიხარულით არ ეგებებიან უკრაინას. ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა სიკორსკიმ პოლონურ სააგენტოსთან ინტერვიუში.