უცხოეთი
უკრაინის იუსტიციის სამინისტრო „ანტისაპროტესტო“ კანონების გაუქმების გადაწყვეტილებას შეაფასებს

1-miniust-ucx-2საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის იუსტიციის სამინისტრო შეაფასებს უკრაიის პარლამენტის გადაწყვეტილებას იმ კანონთა გაუქმების თაობაზე, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის პასუხისმგებლობას ამკაცრებს, რის შემდეგაც პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მისი ხელმოწერის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა განაცხადა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ოთხშაბათს გააუქმა 16 იანვარს მიღებული 9 კანონი, რომელთა მიხედვით მკაცრდებოდა პასუხისგება საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის.

„ახლა საგანგებო კანონზე 9 კანონის გაუქმების შესახებ მინისტრთა კაბინეტსა და იუსტიციის სამინისტროში იმსჯელებენ და საკუთარ დასკვნებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა სამმართველოს მიაწვდიან. სწორედ ამ დასკვნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი მათ ხელს მოაწერს“, - განაცხადა ლუკაშმა უცხოეთის სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრაზე.