უცხოეთი
საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტი ვ. პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საშინაო საქმეებში არ ჩაერევა და დაბეჯითებით ურჩევს ევროკავშირს, იგივე მოიმოქმედოს.
„შემიძლია წარმოვიდგინო, რა რეაგირებას მოახდენდნენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები კრიზისის პირობებში, თუკი ვთქვათ საბერძნეთში ან კვიპროსზე ერთ-ერთ ანტიევროპულ მიტინგზე ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოჩნდებოდა და რაღაც მოწოდებებს გააკეთებდა. მიგვაჩნია, რომ ეს ცუდია, ხოლო უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთვის ეს მიუღებელი და შეუძლებელია“, - განაგრძო მან.
პუტინის აზრით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად უკრაინას შუამავლები არ სჭირდება.