უცხოეთი
საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. აშშ უკრაინელი ხალხის მშვიდობიან პროტესტს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისადმი თავის ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის ევროინტეგრაციას მხარს უჭერს.
„უკრაინის ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს თავისი ხალხის მოთხოვნაზე, მათ შორის, დაიცვას დემოკრატიის ძირითადი პრინციპები. თუ საჭირო გახდება, ჩვენ ახალ ქმედებებს განვახორციელებთ უკრაინის ხელისუფლების მიმართ. ამისათვის მზად ვართ“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ევრომაიდანის მხარდამჭერი განცხადებები არაერთხელ გააკეთეს.