რელიგია
ქაშუეთის ტაძრის ეზოში, დავით სარაჯიშვილის საფლავთან, დღეს ქველმოქმედთა საზოგადოების საინიციატივო ჯგუფის აქცია "საქართველო ქედს იხრის ქართული ქველმოქმედების მამის - დავით სარაჯიშვილის ხსოვნის წინაშე" გაიმართა. დღესვე საინიციატივო ჯგუფმა დიდი ქართველი მამულიშვილის გარდაცვალების 100 წლისთავის აღსანიშნავი იმ ღონისძიებებისთვის მზადების დაწყება გამოაცხადა, რომელიც 2011 წელს გაიმართება.
გაჟღერდა, ასევე, ქველმოქმედთა საზოგადოების დაფუძნების ინიციატივა, რომლის მიზანს საქართველოში მოღვაწე მეცენატთა მიერ განხორციელებულ საქმეთა თავმოყრა, მუზეუმის გახსნა, ქვეყანაში ქველმოქმედების სტიმულირება და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადება წარმოადგენს.