უცხოეთი
როგორც სააგენტო „ფრანს-პრესს“ სამართალდამცავ ორგანოებში განუცხადეს, დაკავებულთაგან 250 კაცი დროებით პატიმრობაშია - აღკვეთის აღნიშნული ღონისძიება 24 საათით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ვადის შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით. ყველა დაკავებულს ბრალად წარედგინა „შეიარაღებულ ადამიანთა შეკრებაში მონაწილეობა, პოლიციაზე თავდასხმა, ქონების განზრახ დაზიანება“.
შეტაკებები პოლიტაქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის პარიზში კვირას დაიწყო მასობრივი დემონსტრაციის „მრისხანების დღის“ შემდეგ, რომელიც რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ორგანიზატორთა განცხადებით, მანიფესტანტთა რიცხვი 160 ათას კაცს შეადგენდა.