საქართველოს პრეზიდენტი სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო

საქართველო, 28 იანვარი,
საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღავლინა.
საქართველოს პრეზიდენტმა წირვის დასრულების შემდეგ სიონში შეკრებილ მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა: „გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს, დღევანდელი დღე დიდი მადლია, კიდევ უფრო გვახარებს და აღგვაფრთოვანებს ის, რომ ჩვენი სულიერი მწყემსი , მისი უწმინდესობა ყოველ დღე გვპატრონობს და სწორ გზაზე გვაყენებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.