უცხოეთი
სერგეი ლავროვი: “რუსეთი არ მისცემს საშუალებას უცხოეთის სახელმწიფოებს, უკრაინა ხელში ჩაიგდონ“

lavrov-2-zar-2საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში, კერძოდ, კიევში მიმდინარე სიტუაციის შექმნის უკან მესამე პირები - უცხოეთის სახელმწიფოები დგანან. ამასთან, მან საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა უკრაინის ოპოზიცია და მისი მოქმედების მეთოდები.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთი ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ არეულობებს კიევში საზღვარგარეთიდან გარე სტიმულები აქვს. რუსი პოლიტიკოსის თქმით, ისეთი ქმედებები, როგორიცაა დემონსტრანტების მიერ მერიისა და სხვა სამავრობო შენობების ხელში ჩაგდება რამდენიმე კვირის განმავლობაში, უბრალოდ წარმოუდგენელია ევროპის ქვეყნებისთვის. ევროკავშირში ამას არასოდეს დაუშვებდნენ, - იუწყება „დელოვოი კვარტალი“.

ასევე, მინისტრს მიაჩნია, რომ ეს მესამე ქვეყნები უკვე დიდი ხანია აწარმოებენ ავის საკუთარ პოლიტიკას უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებან რაიმე კოორდინაციის გარეშე. არსობრივად, ისინი მხედველობაშ არც იებენ უკრაინაში ოპოზიციური პარტიების ინტერესებს, რადგან აგრძლებენ დაძაბულობის გამწვავებისა და ახალი შეტაკებების პროვოცირების მცდელობებს. ასეთ სიტუაციებში ევროკავშირში არავინ მსჯელობს ვითარების სტაბილიზაციისა და მასობრივი არეულობების აღსაკვეთად მკაცრი ზომების მიზანშეწონილობასა და ჰუმანურობაზე, - წერს გამოცემა „პერსა უკრაინი“ მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია იკისროს შუამავლის როლი უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუკი კიევი ამ დახმარებას თავად სთხოვს. თუმცა მან თავი შეიკავა უკრაინაში განხეთქილების თაობაზე რაიმე კრიტიკული გამონათქვამისგან და განაცხადა, რომ რუსეთი, თავის მხრივ, ყველაფერს იღონებს მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.