უცხოეთი
აზერბაიჯანი არ იქნება ევროკავშირის წევრი, რომელთანაც ასოციაციის ხელშეკრულებას საქართველო 2014 წლის აგვისტომდე მოაწერს ხელს

aliev-zar-1საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ აზერბაიჯანი არ განიხილავს ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების დადებას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორობის ვარიანტზე მსჯელობა შესაძლებელია.

„არ ვგეგმავთ. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დონე, ალბათ, თანამშრომლობის უფრო მაღალ ფორმებს მოითხოვს, ვიდრე ასოციაციაა. ამასთან, თავად სიტყვა „ასოციაცია“ მთლად მისაღები არ არის ჩვენთვის. „ასოცირებული წევრი“ - ეს რანაირი პარტნიორია? აქ არ არის მკაფიო დეფინიცია. აზერბაიჯანი ყველა თვასაზრისით, პოლიტიკურითაც და ეკონომიკურითაც, თვითკმარი ქვეყანაა. ნებისმიერ საინტეგრაციო პროცესში ჩართვა დამატებითი პრეფერენციების მისაღებად ხდება. ჯერჯერობით ასოციაცის პროექტის ფარგლებში ამას ვერ ვხედავთ. თუ თანამშრომლობის სხვა ფორმები იქნება, მაგალითად, სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ, რა თქმა უნდა, ამის განხილვა შეგვიძლია“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ურთიერთობა ემყარება 1996 წელს ლუქსემბურგში დადებულ და 1999 წელს ამოქმედებულ შეთანხმებას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ბაქო ჩართულია ასევე ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში, რომლის მიზანიც უკრაინასთან, სომხეთთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან დაახლოებაა ევროკავშირში გაწევრების გარეშე. 2009 წელს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიას მანდატი მისცეს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ასოციაციის ორმხრივი შეთანხმების დადების თაობაზე მოლაპარაკების დასაწყებად, რომელიც ამ ქვეყნებთან ურთიერთქმედების ორმხრივ გეგმებს შეცვლის.

როგორც დღეს საქინფორმი იუწყება, ამავე ფორუმზე დავოსში კიდევ ერთელ აღინიშნა, რომ საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას მიმდინარე წლის აგვისტომდე.

უწინ იანვარში ალიევი ამბობდა, რომ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული კავშირების მომავალი ფორმატი გაისად განისაზღვრებოდა. დავოსში ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი დიდი ხანია საკმაოდ ეფექტიანად თანამშრომლობს ევროკავშირთან მრავალი მიმართულებით. „ჩვენ კმაყოფილი ვართ ამ თანამშრომლობის დონით ენერგეტიკაში, ეკონომიკაშ, სატრანსპორტო სფეროში“, - განაცხადა მან.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანის წინაშე არ დგას არჩევანი ევროკავშირსა და საბაჟო კავშირთან თანამშრომლობას შორის. „საბაჟო კავშირის წევრებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა ძალიან აქტიურია. იზრდება სავაჭრო მიმოქცევა და, მთლიანობაში, პოლიტიკური კონტაქტები მაღალ დონეზე. ჩვენ წინაშე არასოდეს მდგარა რაიმე არჩევანის, ალტერნატივის საკითხი. ჩვენ ვთანამშრომლობთ საბაჟო კავშირისა და ევროკავშირის წევრებთანაც“, - განაცხადა მან.