პოლიტიკა
“საქართველოს არ აქვს ნავთობი, მაგრამ აქვს წყალი, და მას შეუძლია აწარმოოს ჰიდროენერგიის ექსპორტი რეგიონულ ბაზრებზე,” - EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის განცხადება

Cakrabarati-polit-2საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. „ძალიან კარგი შეხვედრა იყო. მე მომეცა იმის საშუალება, რომ მიმელოცა პრემიერ მინისტრისთვის მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა, ეს ძალიან კარგია, ასევე ძალიან კარგია ის ძლიერი გუნდი, რომელიც მასთან არის.

მეორე მილოცვა იმაში მდგომარეობდა, რომ აქციონერებმა ერთხმად აირჩიეს თბილისი, საქართველო 2015 წლის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარების ადგილად. მე მგონი, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ყოველწლიურ შეხვედრას კავკასიის რეგიონში ვატარებთ. მე ძალიან მეამაყება, რომ ეს იქნება თბილისში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ღონისძიებას და გავაკეთებთ ბიზნესის განვითარების ძალიან დიდ ღონისძიებას, რათა მოვახერხოთ ინვესტორთა მოზიდვა საქართველოში.

მესამე თემა, რაზეც ვისაუბრეთ, იყო საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პარტნიორობის გეგმები. ჩვენ ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაკავშირებს. გასულ წელს 13 პროექტი განვახორციელეთ, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ფარგლებში, და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წელს ამ რიცხვს გავაორმაგებთ, ასე რომ, გასაკეთებელი ბევრია.

ყველაზე მეტად ჩვენ გვახარებს ჰიდროსფეროში, ჰიდროენერგიის სფეროში მოღვაწეობა. საქართველოს არ აქვს ნავთობი, მაგრამ აქვს წყალი, და მას შეუძლია აწარმოოს ჰიდროენერგიის ექსპორტი რეგიონულ ბაზრებზე, ჩვენ კი გვინდა ამის ხელშეწყობა. ასე რომ, ჩვენ აგრეთვე ვუმიზნებთ ერთ-ორ პროექტს კონკრეტულად ამ სფეროშიც”, - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ დავოსში  საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.