პოლიტიკა
კარლ ბილდტი: “საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აგვისტომდე მოაწერს”

Bildt-polit-1-mtavსაქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოროსის ფონდის თავმჯდომარეს ჯორჯ სოროსს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა  და მასზე  განხილული იყო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 

იმავე დღეს, ანუ 2014 წლის 24 იანვარს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის შეხვედრა. “საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აგვისტომდე მოაწერს” - ეს განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი, აგრეთვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ ქრისტიან ლაგარდს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

Bildt-polit-1-1 Bildt-polit-1-2