უცხოეთი
„რუსეთის ჯავახკის დიასპორა“ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, ხელი არ შეუშალოს სომხების იმიგრაციას სირიიდან სამცხე-ჯავახეთში

javaxk-zarub-3საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის ჯავახკელები სთხოვენ საქართველოს, ხელი არ შეუშალოს სირიიდან ჯავახეთში სომხების შესაძლო იმიგრაციას, - იუწყება Panarmenian.net.

სიტუაცია სირიაში კვლავ დაძაბულია, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ქალაქებში ის სირიის ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ძნელი სათქმელია, რა მოხდება მომავალში, მაგრამ თუ ცნობებს ვენდობით, სომხური თემის საქმე სირიაში საკმაოდ სახიფათოდ და მძიმედაა.

„მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და მის გულკეთილ ხალხს თხოვნით, იძულებითი იმიგრაციის შემთხვევაში ხელი არ შეუშალოს სამცხე-ჯავახეთის მხარის ტერიტორიაზე სირიელი სომხების ჩამოსვლასა და დროებით ბინადრობას. გთხოვთ განიხილოთ მატერიალური დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა იძულებით გადმოსახლებული პირებისათვის“, - ნათქვამია „რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ განცხადებაში.