აქტუალური
საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია LAZARD-ის აღმასრულებელ დირექტორს მატიე პიგასს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო განიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა კომპანიის დირექტორს საქართველოსადმი გამოჩენილი ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს LAZARD-ის შესაძლო ინვესტიციებს საქართველოში.
ცნობისთვის: Lazard არის წამყვანი დამოუკიდებელი საფინანსო-საკონსულტაციო და აქტივების მართვის კომპანია, რომელიც დაარსდა 1848 წელს, ახორციელებს საქმიანობას 26 ქვეყნის 40 ქალაქში. მისი სათავო ოფისები მდებარეობს ნიუ-იორკში, პარიზსა და ლონდონში. კომპანიის შემოსავალმა 2012 წელს 1 მილიარდ 971 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.