საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ოპოზიციამ მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა: 24 საათის განნმავლობაში გამოაცხადოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხალხის უფრო დიდი რისხვა დაატყდება თავს.
ამ მოთხოვნამ მაშინ გაიჟღერა, როცა ორთვიანი პოლიტიკური კრიზისის ესკალაციის შედეგად პოლიციასთან შეტაკებისას ორი დემონსტრანტი დაიღუპა.იმ დროს, როცა კიევის ერთ-ერთ ცენტრალური ქუჩაზე ხანძარი ბობოქრობს, ცას კი შავი კვამლი სწვდება, ოპოზიციის ლიდერებმა ათობით ათას დემონსტრანტს ახლომდებარე მოედანზე მოუწოდეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მთავარ ბანაკში დარჩნენ უახლოესი 24 საათის განავლობაში.
მათ მოითხოვეს, რომ იანუკოვიჩმა დაითხოვოს მთავრობა, გამოაცხადოს ვადამდელი არჩევნები და გააუქმოს კანონები, რომლებიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.
„ვადამდელი არჩევნები სიტუაციას უსისხლოდ შეცვლის და ამის მისაღწევად ყველაფერს ვიღონებთ“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
ოპოზიციის მეორე ლიდერმა არსენ იაცენიუკმა კი განაცხადა, რომ თუ იანუკოვიჩი დათმობებზე არ წავა,“ხვალ წინ გავწევთ... და თუკი ეს შუბლში ტყვიის მიღებას ნიშავს, დაე ასე იყოს“, - დასძინა მან.