პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებული მიღებით დაიწყო
preier-Sveicaria-pol-1საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ტრადიციულად მისი დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და ქალბატონ ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებული მიღებითა და სადილით გაიხსნა. კერძო მიღებას მსოფლიო ლიდერებთან და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, დავოსში გუშინ ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და გიორგი პერტაია - საინვესტიციო სააგენტოს უფროსი.