რელიგია
საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმიანება, რომელსაც „საქინფორმი"უცვლელად გთავაზობთ:
„კიევში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოც და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს. ქვეყანა რთულ პერიოდს გადის და დაძაბულობა შეიძლება კრიტიკულ ზღვარსმიუახლოვდეს. დიდად ვწუხვართ, რომ უკვე არის მსხვერპლი და დაშავებულთა სერიოზულირაოდენობა. შევთხოვთ უფალს, რომ პროცესები სისხლიან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს დამოვლენები უმართავი არ გახდეს. მოციქულ ანდრიას, წმიდა ვლადიმერის და წმიდა ოლღას ლოცვითღმერთმა დალოცოს უკრაინა და უკრაინელი ხალხი და შეაძლებინოს არსებული პრობლემებისმშვიდობიანი გზით გადაჭრა", - ნათქვამია განცხადებაში.