პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: "იაპონელი ამხანაგები" - ბელი და მაჭავარიანი...

kirvaliZe-po-1საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თანაშემწე, ვანო მაჭავარიანი ("ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის . მაჭავარიანის ძმა), რომელიც "უძღვება" საგარეო პოლიტიკას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სააკაშვილის პერიოდში გახლდათ საქართველოს ელჩი იაპონიაში. ელჩობისას მან დიპწერილი (N10-039-08) გამოუგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგოლ ვაშაძეს (წერილის სტილი დაცულია):

გიგზავნით, იაპონიაში რუსეთის ელჩის, ამხანაგი ბელის მიერ ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებული წერილის ასლს, რომელშიც იგი მომმართავს, როგორც საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ელჩს (მგონი ვერ არის, "ტავო"), რა უქნა?”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ბლანკზე ამობეჭდილი ეს წერილი კულუარებში დიდი ხნის მანძილზე განხილვის საგანი გახდა, როგორც ზოგიერთი ქართველი ელჩის არაპროფესიონალიზმის დადასტურება!.. "ამხანაგი ბელი", როგორ მოგეწონათ? ან მიმართვა, "საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის" ელჩს?!

მოკლედ, ეტყობა, რომ რუსეთის ფედერაციის ელჩმა მიხეილ ბელიმ "კარგად იღადავა", საქართველოს ელჩის პრიმიტიულობაზე... თუ ეს მართალია და როგორც ჩანს, ასეა, მაშინ - დიდი სირცხვილია!

და რა, ეს "ძვირფასი კადრი" დანიშნა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ადმინისტრაციაში?! კი ბატონო, მისი გადასაწყვეტია, თუ ვინ ეყოლება თანაშემწედ, მაგრამ პრეზიდენტიც და მისი გუნდის ნებისმიერი წევრიც საქართველოს უნდა ემსახუროს, ჩვენ კი, საქართველოს მოქალაქეებს, უფლება გვაქვს და დაინტერესებულებიც ვართ იმით, რომ ეს გააკეთონ მაღალ პროფესიულ დონეზე! სახელმწიფო მოხელეების არაკომპეტენტურობის გამო საქართველო უცხოელი ოფიციალური პირების საქილიკო არ უნდა გახდეს.