უცხოეთი
იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრას დათანხმდა

ianukovichსაქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრას დათანხმდა. ამის შესახებ ტვიტერზე ფრაქცია „ბატკივშჩინას“ ხელმძღვანელმა არსენ იაცენუკმა დაწერა. მოლაპარაკება ადგილობრივი დროით 13.45 საათზე დაიწყება. იაცენიუკის გარდა, მასში მონაწილეობას მიიღებენ პარტია „უდარის“ ლიდერი ვიტალი კლიჩკო და ნაციონალისტური პარტია „სვობოდას“ ხელმძღვანელი ოლეგ ტიაგნიბოკი.

ცოტა ხნის წინ იანუკოვიჩის პრესსასახურმა გაავრცელა პრეზიდენტის მიმართვა კიევში მომხდარ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მან ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა და დაპირისპირების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ჯერ კიდევ არ არის გვიან, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დავარეგულიროთ“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.