უცხოეთი
სპეცრაზმი „ბერკუტი“ საწყის პოზიციებს დაუბრუნდა

specnaz-berkutaსაქართველო, 22 იანვარი, საქინფორ. სპეცრაზმ „ბერკუტის“ მებრძოლები ოპოზიციის რადიკალურად განწყობილ მომხრეებზე წარმატებული იერიშის შემდეგ საწყის პოზიციებს უბრუნდებიან.

„ბერკუტმა“ გაარღვია რადიკალთა ორი ზღუდე გრუშევსკის ქუჩაზე და გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტებზე სინათლის ხმოვანი ყუმბარებით მასობრივი იერიში მიიტანეს. ხალხი გაიქცა. სამართალდამცავებმა პოზიცია დაიკავეს ევროპის მოედანთან. დემონსტრანტებმა ავტომანქანის საბურავების დიდ გროვას ცეცხლი წაუკიდეს. გრუშევსკის ქუჩა მთლიანად შავ კვამლშია გახვეული. ისმის აფეთქებები.

შეტევის შემდეგ სპეცრაზმმა საწყის პოზიციებზე დაიხია. რადიკალები კი ბარიკადებზე დაბრუნდნენ. ისინი სამართალდამცავებს ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ უშენენ, რის გამოც სპეცრაზმმა კიდევ ერთხელ განახორციელა შეტევა და რამდენიმე ადამიანს ხელკეტებით სცემა.