უცხოეთი
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. რუსეთი მზადაა შუამავლის როლი შეასრულოს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი თავად გვთხოვს ამას, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„გარემოება შეიძლება იყოს მხოლოდ ასეთი: თუკი ამას თავად გვთხოვენ. თუმცა, რამდენადაც მესმის, ასეთი დახმარება მათ აღარ სჭირდებათ. ახლა დამყარებულია პირდაპირი კონტაქტები პრეზიდენტს, მთავრობასა და ოპოზიციას შორის“, - განაცხადა ლავროვმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.„ჩვენ, უდავოდ, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ვიმედოვნებ, რომ ყველას ესმის პროვოკაციების დაუშვებლობა, რომლებსაც ეკრანებზე ვხედავთ“, - აღნიშნა მან.
მოსკოვში უკიდურესად შეშფოთებული არიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით და ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებენ. საგარეო უწყებაში ეჭვი ეპარებათ, რომ არეულობები კიევში გარე ხელშეწყობის გარეშე მოხდა.
„ჩვენი კოლეგები აშშ-დან ეუთოს დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე უკრაინის ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, გაეთვალისწინებინათ ხალხის ნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ამბობდნენ, ქვეყანაში ქაოსი დაიწყებოდა. ეს წინასწარმეტყველებაა თუ წინასწარჭვრეტა? არ ვიცი“, - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მისი ვარაუდით, მავანნი ამ ქაოსით დაინტერესებული არიან.