„უნგრეთი ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელთანაც რუსეთს აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აქვს. საგარეო ვაჭრობის სფეროში უნგრეთი და რუსეთი პირველ ადგილს იკავებენ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ წარმოადგენენ, მთლიანობაში კი გერმანიისა და ავსტრიის შემდეგ მათ მესამე ადგილი უკავიათ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა უნგრეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. პუტინმა ასევე განაცხადა ატომური ელექტროსადგური „პაკშის“ ორი ახალი ბლოკის მშენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე, რომელიც დღეს ქვეყნის ელექტროენერგიის 40 %-ს გამოიმუშავებს. რუსეთი დააფინასებს პროექტს და მისთვის 10 მლრდ ევროს გამოჰყოფს 30-წლიანი კრედიტის სახით.
უნგრეთის მხარის წარმომადგენლის გაცხადებით, ეს საუკეთესო წინადადებაა მათ შორის, რაც კი უნგრეთს როდისმე მიუღია.
რუსეთისადმი თავისი დამოკიდებულება ორბანმა ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში გამოხატა: „ჩვენ, ევროპელებს, რუსეთი გვჭირდება. ადრე თუ გვიან და, სავარაუდოდ, ადრე, ჩვენ რუსეთთან სტრატეგიული ალიანსი დაგვჭირდება“.
ვიქტორ ორბანი თავისი პარტია „ფიდესით“ ხელისუფლების სათავეში 2010 წელს მოვიდა. ბევრი ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, იგი ორიენტირებულია ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე. უნგრეთის პარლამენტმა მოიწონა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც უნგრელი ერის ზნეობრივი ღირებულებების: ტრადიციული ოჯახისა და ქრისტიანობის, როგორც უნგრეთის სახელმწიფოს ქვაკუთხედის, შენარჩუნებას ითვალისწინებდა. მან შეზღუდა აბორტზე უფლებები, ქორწინებას მიანიჭა განსაზღვრება, როგორც კავშირს მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის. შემდეგ ნაციონალიზებული იქნა ცენტრალური ბანკი, კერძო საპენსიო ფონდები, საბანკო სექტორსა და ტრანსნაციონალურ კორპორაციებს მაღალი გადასახადები დაუწესდათ. ამ ყველაფერმა ვაშინგტონში ევროჩინოვნიკების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. საკითხიც კი დაისვა იმის შესახებ, რომ უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის უფლება ჩამოერთმიათ. თუმცა ორბანმა მაინც არ დათმო.
„თვალსაჩინოა სტრატეგიული გარღვევა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები ორიენტირებული იყვნენ მხოლოდ ევროატლანტიკურ პროცესებსა და ინტეგრაციაზე და აი, ბოლოს და ბოლოს, შეინიშნება გარკვეული უკუმოძრაობა რუსეთისკენ, რაც უკავშირდება მხოლოდ ევროკავშირის პოლიტიკას და არა რუსეთის ზეწოლას“, - განაცხადა ექსპერტმა ანა ფილიმონოვამ.