უცხოეთი
ნავთობის ეპოქის დასასრული? ისრაელში წყლისა და ნახშირორჟანგისგან ნავთობის ალტერნატივა შეიქმნა

epoxaსაქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. მეცნიერთა განცხადებით, „მწვანე საწვავის“ შექმნა ნავთობმოპოვებასა და ამოქაჩვაზე იოლია. ამასთან, არა მარტო მისი წარმოება, არამედ მასობრივი გამოყენებაც დადებითად აისახება გლობალურ ეკოლოგიაზე.

ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტის სპეციალისტები გამოკვლევების დასაწყისშივე მიზნად ისახავდნენ არა მარტო ენერგომატარებლის შემცვლელის, არამედ „მაღალეკოლოგიური“ საწვავის შექმნას, რომელიც რეალურად გამოასწორებდა სიტუაციას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით და სხვა უსიამოვნებებსაც, რომლებიც კაცობრიობამ ნახშირწყალბადის გამოყენებით შექმნა.

ასევე თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, ენერგომატარებლის ახალი ვარიანტი უნივერსალური და მაქსიმალურად იაფი გაეხადათ. ალბათ სწორედ ამიტომაც გამოიყენეს დედამიწაზე ყველაზე  გავრცელებული ელემენტები - ნახშირორჟანგი და წყალბადი.

მიღებული პროდუქტი უკვე წარმატებით გამოცადეს გაზისა და დიზელის ძრავიან ავტომობილებსა და თვითმფრინავებზე.