საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. კიევში გუშინ „სახალხო ვეჩე“ დაიწყო, რომელსაც ოპოზიციამ „გადამწყვეტი“ უწოდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები გასულ კვირას მიღებული კანონების გაუქმებას ითხოვენ, რომლებსაც ოპოზიციონერები დიქტატორულს უწოდებენ. ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებას სასტიკი ხასიათი ჰქონდა.
ოპოზიციის მიტინგი მშვიდობიან ფარგლებს მას შემდეგ გასცდა, რაც რამდენიმე ასეული რადიკალურად განწყობილი ადამიანის ჯგუფი სამთავრობო კომპლექსის შენობისკენ გაეშურა. მათ ცეცხლი წაუკიდეს ავტობუსს და ძალისმიერად დაუპირისპირდნენ სპეცრაზმს.
რიგი უკრაინული მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „ბერკუტის“ ერთი მებრძოლი შეიპყრეს და მაიდანზე წაიყვანეს, რათა „სახალხო სასამართლოსთვის გადაეცათ“.
მომიტინგეთა დასაშლელად სამართალდამცველებმა წყლის ჭავლები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. თვითმხილველთა თქმით, დაშავებულთა რიცხვი დიდია.
პარტია „უდარის“ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ, რომელიც შეტაკებების ადგილას მივიდა, შეკრებილებს ძალადობის შეწყვეტიკენ მოუწოდა და სამართალდამცველებზე თავდასხმას პროვოკაცია უწოდა.