გრუშევსკის ქუჩაზე მასობრივი არეულობების გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 9 კაცი. სულ მილიციის თანამშრომლება 20 ადამიანი დააკავეს, რომლებიც რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მათი ვინაობა და მოვლენებში მონაწილეობის ხარისხი დგინდება, - იტყობინებიან უკრაინის შსს-დან. დაკავებულთა შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.
კიევის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, სასწრაფო დახმარების ექიმთა ბრიგადებს აქციის 103-მა მონაწილემ მიმართა, 42 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, 4-მა მძიმე ხარისხის ტრავმები მიიღო. თავის მხრივ, უკრაინის შსს აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა უწყების 100-მდე თანამშრომელს, რომელთაგან 61 ჰოსპიტალიზებულია.
შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც შსს-ს თანამშრომლება მომიტინგეები უმაღლესი რადას შენობასთან არ მიუშვეს. ისინი პარლამენტის დაბლოკვას გეგმავდნენ, რათა დეპუტატებს 16 იანვარს მიღებული კანონები გაეუქმებინათ.
24 ნოებრიდან 11 დეკემბრადე კიევში მომხდარი მოვლენების ფაქტებზე 40 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.